ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მანდატი

ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მანდატი გაფართოვდება და ის "განსახლების და საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეთა" სამინისტროდ გარდაიქმნება.
ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მანდატი გაფართოვდება და ის "განსახლების და საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეთა" სამინისტროდ გარდაიქმნება.
ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, პარასკევს საღამოს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც ჟურნალისტებს ახალი სამინისტროს ხელმძღვანელის პოსტზე პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, გიორგი ხევიაშვილი, წარუდგინა. საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რეორგანიზაციის შემდეგ სამინისტრო ახალ, გაფართოებულ ფუნქციებს შეიძენს. ამიტომ, იგი თვლის, რომ უკეთესი იქნება ამ უწყებას პოლიტიკური კომპეტენციის მქონე ადამიანმა უხელმძღვანელოს.