რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარე ბორის

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარე ბორის გრიზლოვმა ჭირვეული ბავშვის საქციელს შეადარა საქართველოს
რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარე ბორის გრიზლოვმა ჭირვეული ბავშვის საქციელს შეადარა საქართველოს
პარლამენტის გადაწყვეტილება, განიხილოს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობიდან გასვლის საკითხი. დღესვე რუსმა პარლამენტარმა სერგეი ანტუფიევმა - მმართველ პარტია "ერთიანი რუსეთის" წარმომადგენელმა - წამოაყენა წინადადება, რომ მოსკოვმა ცალმხრივი წესით გააუქმოს ყველა ორმხრივი ეკონომიკური ხელშეკრულება საქართველოსთან, თუ ის მიიღებს გადაწყვეტილებას დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობიდან გასვლის თაობაზე.