ევროპის კავშირი გამოდის წინადადებით, გაგრძელდეს

ევროპის კავშირი გამოდის წინადადებით, გაგრძელდეს ირანთან მოლაპარაკებები მისი ბირთვული პროგრამის
ევროპის კავშირი გამოდის წინადადებით, გაგრძელდეს ირანთან მოლაპარაკებები მისი ბირთვული პროგრამის
გარშემო კრიზისის მოსაგვარებლად. ამის შესახებ იტყობინება ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო. ირანთან ე.წ. "ევროპული სამეულის" - დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და საფრანგეთის - მოლაპარაკებები აგვისტოში შეწყდა მას მერე, რაც თეირანმა უარი თქვა ევროპის კავშირის წინადადებაზე, ეკონომიკური დათმობების სანაცვლოდ შეწყვიტოს ურანის გამდიდრება. შეერთებული შტატები ირანს ბრალს სდებს ბირთვულ იარაღზე საიდუმლოდ მუშაობაში და მოითხოვს, ირანის საქმე გაეროს უშიშროების საბჭოს გადაეცეს განსახილველად.