ევრაზიის ფონდის საქართველოს წარმომადგენლობა 10 წლისაა

თამარ ჩიქოვანი, თბილისი ევრაზიის ფონდი საქართველოში მოღვაწეობის 10 წლისთავს აღნიშნავს. ამ დროის განმავლობაში ფონდმა 500-მდე გრანტი გასცა სამოქალაქო საზოგადოების,
ბიზნესის და საჯარო ადმინისტრირების სფეროში. იმ ორგანიზაციათა ჩამონათვალი, რომელმაც სხვადასხვა დროს ევრაზიის გრანტი მიიღო, საკმაოდ მრავალფეროვანია - ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, კავკასიის ბიზნესსკოლა, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი, საქართველოს პროფესიულ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია და ა.შ. და ა.შ.
იუბილე, ალბათ, საქმიანობის შეფასებისთვის კარგი მიზეზია. ათწლიანი საქმიანობის გათვალისწინებით, რა მიგაჩნიათ წარმატებად და რა - წარუმატებლობად? - ამ კითხვით მიმართა თამარ ჩიქოვანმა რადიო “თავისუფლების” თბილისის სტუდიის დღევანდელ სტუმარს, ევრაზიის ფონდის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორს, ქეთევან ხუციშვილს.

იხ. აუდიოვერსია.