რა ხდება სასამართლო სისტემაში

თამარ ჩიქოვანი, თბილისი ბოლო დღეების განმავლობაში საზოგადოება მოუთმენლად ელის იუსტიციის საბჭოს სადისციპლინო კომისიის გადაწყვეტილებას, აღიძრას თუ არა სადისციპლინო დევნა
16-მდე მოსამართლის მიმართ. ვერდიქტის მომლოდინეთა შორის არის უზენაესი სასამართლოს ის სამი მოსამართლეც, რომლებიც დაუფარავად საუბრობენ სასამართლო სისტემაზე განხორციელებული ზეწოლის ფაქტებზე.

თუმცა, მეორე მხრივ, საქართველოში სასამართლოები რომ პრინციპულობით არ გამოირჩევიან, ამას საზოგადოების მართლმსაჯულებისადმი არსებული განწყობილებაც მოწმობს. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვით, სახელმწიფო სტრუქტურებიდან საზოგადოება ყველაზე ნაკლებად სწორედ სასამართლოს ენდობა.

რატომ დაიწყო მოსამართლეების დისციპლინური დევნა, თუ აქამდე მოსამართლეები მორჩილად ასრულებდნენ ხელისუფლების შეკვეთებს? - ამ კითხვით მიმართა თამარ ჩიქოვანმა რადიო “თავისუფლების” თბილისის სტუდიის დღევანდელ სტუმარს, რესპუბლიკური პარტიის წევრს, იურისტ თინათინ ხიდაშელს.

იხ.აუდიოვერსია.