ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი, WWF-ი

ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი, WWF-ი, რუსეთის მოსახლეობას მოუწოდებს, მოახლოებულ დღესასწაულებზე უარი თქვან ხიზილალის ჭამაზე.
ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი, WWF-ი, რუსეთის მოსახლეობას მოუწოდებს, მოახლოებულ დღესასწაულებზე უარი თქვან ხიზილალის ჭამაზე.
გარემოს დამცველების თქმით, კასპიის ზღვაში ზუთხის სახეობა – რომლისგანაც ყველაზე მეტი ხიზილალა მიიღება - უკონტროლო თევზაობის და ბრაკონიერობის გამო მნიშვნელოვნად არის შემცირებული. ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის კოორდინატორმა, ალექსეი ვაისმანმა, პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ ხიზილალაზე უარის თქმით რუსები რამდენიმე კარგ საქმეს ერთად ჩაიდენენ. მისი თქმით, ამით იმ მაფიის შემოსავალი შემცირდება, რომელიც ბრაკონიერობით მდიდრდება. ამავე დროს, ეს ზოგად კორუფციასაც შეამცირებს. მაგრამ ვაისმანის თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ამით ზუთხი გადაშენებას გადაურჩება.