საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსული

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსული სამხედრო დაჯგუფების
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსული სამხედრო დაჯგუფების
სამხედრო მოსამსახურეებისთვის ვიზების გაცემა დაიწყო.
როგორც ჟურნალისტებს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა გელა ბეჟუაშვილმა უთხრა, იმ სამხედრო მოსამსახურეებისთვის, რომლებსაც ქართული ვიზის მოქმედების ვადა ამოეწურათ, გაცემის პროცედურა 21 თებერვლიდან დაიწყო. მან აღნიშნა, რომ საქმე ეხება 1200 სამხედროს და მათ ოჯახებს. ამასთან, მინისტრის განცხადებით., რუსეთის ფედერაციის საელჩოს მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას არ შეიძლება საერთო ჰქონდეს რუსი სამხედროებისთვის ქართული ვიზების გაცემის საკითხთან.