რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ვაშინგტონში ვიზიტისას შეეხო მოსკოვში
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ვაშინგტონში ვიზიტისას შეეხო მოსკოვში
პალესტინელების გასამხედროებულ ორგანიზაცია "ჰამასის" დელეგაციის ვიზიტს და აღნიშნა, რომ "ჰამასი" ინტერესს ამჟღავნებს ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო გეგმის, "გზამკვლევის" მიმართ. როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აშშ-ის სახელმწიფო მდივან კონდოლიზა რაისთან ერთად გამართულ პრეს-კონფერენციაზე აღნიშნა, "ჰამასმა" პირობა დადო, რომ აღიარებს პალესტინელების ლიდერ მაჰმუდ აბასის ავტორიტეტს. "ჰამასი", რომელმაც წელს პალესტინელების საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა, გასულ კვირაში ესტუმრა მოსკოვს.