პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე სპიკერმა ნინო

პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე სპიკერმა ნინო ბურჯანაძემ უმრავლესობის სახელით
პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე სპიკერმა ნინო ბურჯანაძემ უმრავლესობის სახელით
კიდევ ერთხელ მოუწოდა ოპოზიციას მოლაპარაკების დაწყებისკენ. ბურჯანაძემ, კერძოდ, ფრაქცია "მრეწველების" წარმომადგენლებს მიმართა მოწოდებით, დაბრუნდნენ სხდომათა დარბაზში და მონაწილეობა მიიღონ საგადასახადო კოდექსთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვაში, რომლის მიმართაც ფრაქციის ლიდერს ზურაბ ტყემალაძეს არაერთი კრიტიკული შენიშვნა აქვს. დღესვე, პარლამენტის თავმჯდომარემ მომავალი კვირისთვის გადადო საგადასახადო კოდექსის განხილვა. ბურჯანაძის განცხადებით, პოლიტიკური ბოიკოტის შეწყვეტისკენ მისი მოწოდება დანარჩენ ოპოზიციურ ფრაქციებსაც ეხება, რომლებიც საარჩევნო კანონმდებლობის გადასინჯვას მოითხოვენ.