საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სოფელ ვანათში

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სოფელ ვანათში 17 აპრილს მომხდარი აფეთქების გამოძიების თხოვნით
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სოფელ ვანათში 17 აპრილს მომხდარი აფეთქების გამოძიების თხოვნით
მიმართა სამხრეთი ოსეთის კოფლიქტის ზონაში მოქმედი შერეული სამშვიდობო ძალების ხელმძღვანელობას. 17 აპრილს სოფელ ვანათის პოლიციის განყოფილებას ნაღმტყორცნიდან ცეცხლი გაუხსნეს. მიღებული ცნობების თანახმად, ნაღმი სოფელ დმენისიდან ისროლეს. ამ ტერიტორიას ოსური მხარე აკონტროლებს. სამხრეთი ოსეთის მხარემ უარყო ეს ბრალდებები და ინციდენტი ქართული მხარის პროვოკაციად შეაფასა, რაც - ცხინვალის განცხადებით - კონფლიქტის ზონაში "ვითარების დესტაბილიზაციას ისახავს მიზნად".