იტალიის უზენაესმა სააპელაციო სასამართლომ დაამტკიცა

იტალიის უზენაესმა სააპელაციო სასამართლომ დაამტკიცა გასულ კვირაში გამართულ
იტალიის უზენაესმა სააპელაციო სასამართლომ დაამტკიცა გასულ კვირაში გამართულ
საპარლამენტო არჩევნებში რომანო პროდის მემარცხენე-ცენტრისტული კოალიციის გამარჯვება. სასამართლომ უარყო პრემიერ-მინისტრ სილვიო ბერლუსკონის მემარჯვენე-ცენტრისტული კოალიციის მოთხოვნა ხმების ხელახალი დათვლის შესახებ. პროდის კოალიციამ პარლამენტში მანდატების უმნიშვნელო უმრავლესობა მოიპოვა. როგორც დღეს რომანო პროდიმ განაცხადა, არჩევნების შედეგებთან დაკავშირებული გაუგებრობა ამით დასრულდა და ახლა მას სრული უფლება აქვს, ახალი მთავრობის ჩამოყალიბებაზე იზრუნოს.