ნეპალის დედაქალაქ კატმანდუში ათასობით დემონსტრანტმა

ნეპალის დედაქალაქ კატმანდუში ათასობით დემონსტრანტმა უგულებელყო კომენდანტის საათი
ნეპალის დედაქალაქ კატმანდუში ათასობით დემონსტრანტმა უგულებელყო კომენდანტის საათი
და მონაწილეობა მიიღო მეფე გიანენდრას წინააღმდეგ მიმართულ საპროტესტო აქციებში, რომლებიც ზედიზედ მე-18 დღეთ გრძელდება. პოლიციამ დემონსტრანტების ერთ ჯგუფს რეზინის ტყვიები დაუშინა, რის შედეგად, სულ მცირე, 3 ადამიანი დაიჭრა. მეფის ინიციატივამ, რომ ხელისუფლება 7 პოლიტიკური პარტიის ალიანსის ხელი გადავიდეს, ვერ მოუღო ბოლო მონარქის მმართველობის წინააღმდეგ მიმართულ დემონსტრაციებს. ოპოზიცია მოითხოვს კონსტიტუციურ ცვლილებას, მეფის ძალაუფლების შესაზღუდად. შაბათს, დემონსტრანტების პოლიციასთან შეჯახებისას, მრავალი დემონსტრანტი დაშავდა.