რუსეთის ბაზარზე ქართული ღვინის დაბრუნება

რუსეთის ბაზარზე ქართული ღვინის დაბრუნება თბილისისთვის კვლავაც პრიორიტეტულ
რუსეთის ბაზარზე ქართული ღვინის დაბრუნება თბილისისთვის კვლავაც პრიორიტეტულ
საკითხად რჩება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა ლონდონში განაცხადა, სადაც მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო ფორუმში სახელწოდებით "დააბანდეთ კაპიტალი საქართველოში". თუმცა, პრემიერ-მინისტრმა დასძინა, რომ საქართველომ უნდა გააძლიეროს ძალისხმევა ახალი ბაზრების ასათვისებლად. ამგვარი ფორუმი დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში მეორედ ჩატარდა. საქართველოს დელეგაციის წევრთა ცნობით, გამოიკვეთა სერიოზული დაინტერესება ენერგოსექტორსა და სხვა სფეროებში ინვესტირების საკითხში.