ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა ინდონეზიაში

ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა ინდონეზიაში ვიზიტისას ისევ გაამართლა ირანის ბირთვული პროგრამა
ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა ინდონეზიაში ვიზიტისას ისევ გაამართლა ირანის ბირთვული პროგრამა
და დასძინა, რომ პროგრამა მხოლოდ მშვიდობიან მიზნებს ემსახურება. როგორც აჰმადინეჟადმა ჯაკარტაში, ინდონეზიის პრეზიდენტ სუსილო ბამბან იუდჰოიონოსთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, ირანს “შესწევს თავის უფლებების და ინტერესების დაცვის უნარი”. აჰმადინეჟადის ამ გამოსვლას წინ უსწრებდა ევროპელი დიპლომატების განცხადება, რომ ამზადებენ ახალ გეგმას, რომლის მიზანია ირანის დარწმუნება ურანის გამდიდრების შეჩერების მიზანშეწონილობაში. გეგმა მოიცავს წამახალისებელ, ისევე როგორც დამსჯელ ზომებს. დღესვე აჰმადინეჟადის მასპინძელმა, ინდონეზიის პრეზიდენტმა გამოთქვა შეფასება, რომ ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო დაპირისპირება დიპლომატიის გზით უნდა მოგვარდეს. მანვე გამოთქვა ინდონეზიის მზადყოფნა ამ დაპირისპირებაში შუამავლობისთვის.