პალესტინის ავტონომიის პრეზიდენტმა მაჰმუდ აბასმა

პალესტინის ავტონომიის პრეზიდენტმა მაჰმუდ აბასმა ისრაელს სახელმწიფო ტერორიზმში დასდო ბრალი
პალესტინის ავტონომიის პრეზიდენტმა მაჰმუდ აბასმა ისრაელს სახელმწიფო ტერორიზმში დასდო ბრალი
მას მერე, რაც ისრაელის სარაკეტო იერიშის შედეგად დღეს ღაზის სექტორში 11 ადამიანი დაიღუპა. დაღუპულთაგან 9 სამოქალაქო პირი იყო, ორი კი დაჯგუფება "ისლამური ჯიჰადის" მეომარი. რაკეტა მოხვდა მიკროავტობუსს, რომელშიც ისინი მგზავრობდნენ. ისრაელის სამხედრო ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ ექსტრემისტები ისრაელის ტერიტორიისთვის ცეცხლის დაშენას აპირებდნენ. დღეს ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ეჰუდ ოლმერტმა თქვა, რომ მოიწონა იარაღის პარტიის გაგზავნა პალესტინის უშიშროების სამსახურებისთვის, რომლებიც მაჰმუდ აბასს ექვემდებარებიან. უკანასკნელ ხანებში ეს ძალები წინააღმდეგობას უწევენ მმართველი ჰამასის შეიარაღებულ რაზმებს.