სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებულებს ხუთშაბათს

სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებულებს ხუთშაბათს გამოუტანენ განაჩენს.
სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებულებს ხუთშაბათს გამოუტანენ განაჩენს.
დღეს კი პროცესზე თბილისის საქალაქო სასამართლოში სახელმწიფო ბრალდებამ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის პირველი განყოფილების უფროს გია ალანიასთვის, ხოლო დანარჩენი სამი განსასჯელისთვის - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. დღესვე პროცესზე გრძელდებოდა მოწმეების დაკითხვა სანდრო გირგვლიანის მკვლელობასთან დაკავშირები. ერთ-ერთმა მთავარმა მოწმემ, დაზარალებულმა ლევან ბუხაიძემ ოქროყანის ტყეში მისი და გირგვლიანის ცემის ერთ-ერთ მონაწილედ დაასახელა კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილე იოლეგ მელნიკოვი. თბილისის მთავარი პროკურორი ბუხაიძის მიერ ჩვენების შეცვლას უსაფუძვლოდ მიიჩნევს, თუმცა აცხადებს, რომ ამ განცხადების საფუძველზე მოკვლევა მაინც ჩატარდება.