აშშ-მა და იაპონიამ კიდევ ერთხელ

აშშ-მა და იაპონიამ კიდევ ერთხელ მოუწოდეს საერთაშორისო თანამეგობრობას,
აშშ-მა და იაპონიამ კიდევ ერთხელ მოუწოდეს საერთაშორისო თანამეგობრობას,
ყოველი ღონე იხმაროს ჩრდილოეთი კორეის ხელისუფლების დასარწმუნებლად, რომ ფხენიანის მოქმედება სრულიად მიუღებელია. აი, რა თქვა ამასთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ქრისტოფერ ჰილმა: [ქრისტოფერ ჰილის ხმა] "ქვეყანა სცდის რაკეტებს, რომელთა ღირებულება ასეულობით მილიონ დოლარს შეადგენს - იმ დროს, როცა მას საკუთარი მოსახლეობისთვის დენი და სურსათი არ ჰყოფნის. იგი მთლიანად დამოკიდებულია საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარებაზე. ჩვენი სურვილია, მსოფლიოს ყურადღება მივაპყროთ კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლების ამ უნიათო მოქმედებაზე." გასულ კვირაში ფხენიანმა რაკეტების გამოცდა მოაწყო, რითაც მის მიერვე ხელმოწერილი მორატორიუმი დაარღვია. ჩრდილოეთი კორეის ხელისუფლება ირწმუნება, რომ გამოცდების მიზანი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაა.