იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი მასიმო

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი მასიმო დალემა ბეირუთში ჩავიდა ლიბანის ლიდერებთან ჰიზბოლაჰსა და ისრაელს შორის
იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი მასიმო დალემა ბეირუთში ჩავიდა ლიბანის ლიდერებთან ჰიზბოლაჰსა და ისრაელს შორის
ტყვეების შესაძლო გაცვლის თაობაზე მოლაპარაკებების გასამართად. დალემა ხვდება პარლამენტის სპიკერს, ნაბიჰ ბერის, რომელიც ჰიზბოლაჰს წარმოადგენს ამ საკითხში. მანამდე იტალიის პრემიერ-მინისტრმა რომანო პროდიმ დაადასტურა, რომ იტალია ჯარებს გაგზავნის 15 ათას კაციანი საერთაშორისო სამშვიდობო კონტინგენტის შემადგენლობაში, რომელიც სამხრეთ ლიბანში უნდა განლაგდეს.