რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ორდღიანი

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ორდღიანი ვიზიტით ესტუმრა სამხრეთ აფრიკას.
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ორდღიანი ვიზიტით ესტუმრა სამხრეთ აფრიკას.
ვიზიტი ქალაქ კეიპტაუნში დაიწყო. იგი რუსეთის სახელმწიფოს პირველი მეთაურია, რომელიც სამხრეთ აფრიკაში ჩავიდა. იგი შეხვდა პრეზიდენტ თაბო მბეკის. მათ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური კავშირისა და პოლიტიკური ურთიერთობების გაღრმავების თაობაზე ისაუბრეს. ორი ქვეყნის ლიდერებმა ხელი მოაწერეს მეგობრობის ხელშეკრულებას.