ირანის ატომური პროგრამის ირგვლივ შექმნილ

ირანის ატომური პროგრამის ირგვლივ შექმნილ კრიზისზე
ირანის ატომური პროგრამის ირგვლივ შექმნილ კრიზისზე
მომუშავე მსოფლიოს ექვსი წამყვანი ქვეყანა შეთანხმდა, რომ დაიწყებენ ირანისთვის გაეროს სანქციების შესაძლო დაწესების განხილვას. დიპლომატები ბრიტანეთიდან, საფრანგეთიდან, ჩინეთიდან, გერმანიიდან, რუსეთიდან და შეერთებული შტატებიდან პარასკევს საღამოს ლონდონში შეიკრიბნენ და ეს გადაწყვეტილება იქ მიიღეს. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგარეტ ბეკეტი, აცხადებს, რომ ექვსი
ქვეყანა ”ძალიან იმედგაცრუებულია”, რომ ირანი ურანის გამდიდრების შეწყვეტას არ აპირებს: [ბეკეტის ხმა]: ”ივნისში, ვენაში, ჩვენ ვთქვით რომ ჩვენს წინაშე ორი გზა იყო. ვწუხვართ, რომ ირანი დადებით გზას კვლავაც არ ადგას. ჩვენ კვლავ მოლაპარაკების გზით განვაგრძობთ ვითარებიდან გამოსავლის ძიებას, და შეთავაზება, რომელიც 1 ივნისს შევიმუშავეთ, ძალაში რჩება”.