ერაყის პრემიერ მინისტრი ალ მალიქი

ერაყის პრემიერ მინისტრი ალ მალიქი ერაყელი შიიტების სულიერ ლიდერს
ერაყის პრემიერ მინისტრი ალ მალიქი ერაყელი შიიტების სულიერ ლიდერს
აიათოლა ალ სისტანისა და რადიკალ შიიტთა ლიდერს მოყტადა სადრს შეხვდა. შიიტების წმინდა ქალაქ ნაჯაფში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს ქვეყნის პოლიტიკური მოწესრიგების, რელიგიური შუღლის შეწყვეტისა და ეროვნული თანხმობის მიღწევის გზები. “ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებას ყველა დონეზე და ყველასთან, ვინც გავლენას ახდენს პოლიტიკურ და სოციალურ ვითარებაზე ერაყში, რათა შევქმნათ ისეთი ატმოსფერო, რომელშიც შესაძლებელი იქნება იმ ამოცანების რეალიზება, რომელიც ერაყელმა ხალხმა და ერაყის მთავრობამ დაისახა, და რომელიც ქვეყნის ინტერესებს ასახავს” განაცხადა შეხვედრის შემდეგ ერაყის პრემიერ-მინისტრმა.