შეერთებული შტატები გმობს თვითგამოცხადებული

შეერთებული შტატები გმობს თვითგამოცხადებული
შეერთებული შტატები გმობს თვითგამოცხადებული
სამხრეთი ოსეთის რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებას, ჩაატაროს რეფერენდუმი დამოუკიდებლობის თაობაზე. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, შონ მაკკორმაკმა განაცხადა, რომ კვირას დანიშნული რეფერენდუმი მხოლოდ ურთიერთობის კიდევ უფრო დაძაბვას გამოიწვევს ცხინვალსა და თბილისს შორის. მაკკორმაკის თქმით, შეერთებული შტატები სამხრეთი ოსეთისთვის ფართო ავტონომიის მინიჭების მომხრეა - მაგრამ ის საქართველოს შემადგენლობაში უნდა დარჩეს.