გერმანიის ქალაქ კარლსრუეში ამერიკელ და

გერმანიის ქალაქ კარლსრუეში ამერიკელ და გერმანელ ვექილთა ჯგუფმა პროკურატურაში შეიტანა სარჩელი
გერმანიის ქალაქ კარლსრუეში ამერიკელ და გერმანელ ვექილთა ჯგუფმა პროკურატურაში შეიტანა სარჩელი
შეერთებული შტატების გადამდგარი თავდაცვის მინისტრის, დონალ რამსფელდის წინააღმდეგ. იურისტები წარმოადგენენ ბაღდადის მახლობლად მდებარე ავადსახსენებელი აბუ-ღრაიბის ციხის ყოფილი თერთმეტი პატიმრისა და გუანტანამოში, ამერიკის სამხედრო ბაზაზე დაკავებული ერთი ყოფილი პატიმრის ინტერესებს. რამსფელდსა და შეერთებული შტატების რამდენიმე სხვა ოფიციალურ პირს ბრალი ედებათ იმაში, რომ ტერორიზმში ეჭვმიტანილთა წამების სანქციებს იძლეობდნენ.