პრაღაში, რუსეთის საელჩოსთან, საქართველოს სათვისტომოს მიერ ორგანიზებული დემონსტრაციის ორ მონაწილეს სასამართლომ განაჩენი გამოუტანა

რადიო “თავისუფლება” იუწყებოდა 10 ოქტომბერს პრაღაში, რუსეთის საელჩოსთან გამართული საპროტესტო დემონტრაციის შესახებ, რომელიც ჩეხეთში საქართველოს სათვისტომოს მიერ იყო ორგანიზებული
და რომლის მოწყობა რუსეთ-საქართველოს გამძაფრებულმა ურთიერთობამ განაპირობა. დემონსტრაცია ჩეხეთის ხელისუფალთა მიერ ნებადართული იყო და ის მშვიდობიანად ჩატარდა. ახლა გავრცელდა ინფორმაცია, რომ დემონსტრაციის ორი მონაწილის, სათვისტომოს თავმჯდომარის ჯიმი დაბრუნდაშვილისა და სტუდენტ ზურაბ ლალიაშვილის მიმართ სასამართლომ მიიღო დადგენილება 12-თვიანი პირობითი სასჯელის შესახებ. საქმეში გარკვევას ოქროპირ რუხაძე შეეცადა.

(იხ. აუდიოვერსია)