თურქმენეთში დაიწყო საპრეზიდენტო არჩევნების კამპანია

თურქმენეთში დაიწყო საპრეზიდენტო არჩევნების კამპანია
თურქმენეთში დაიწყო საპრეზიდენტო არჩევნების კამპანია
21 დეკემბერს გარდაცვლილი საფარმურატ ნიაზოვის შემცვლელის გამოსავლენად. არჩევნები 11 თებერვალს გაიმართება. ქვეყნის სახალხო საბჭომ არჩევნებში მონაწილეობისთვის შეარჩია ექვსი კანდიდატი, მათ შორის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი გურბანგული ბერდიმუხამედოვი. სახელმწიფო მედია იტყობინება, რომ მიმდინარე კვირაში დაიწყება კანდიდატების შეხვედრები ამომრჩევლებთან. კანდიდატებს ტელევიზიისა და რადიოს საეთერო დრო გამოეყოფათ.