ლიტვის პრემიერ-მინისტრი გედიმინას კირკილასი თბილისში

ლიტვის პრემიერ-მინისტრი გედიმინას კირკილასი თბილისში ვიზიტისას
ლიტვის პრემიერ-მინისტრი გედიმინას კირკილასი თბილისში ვიზიტისას
უმაღლესი რანგის ოფიციალურ პირებს შეხვდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრ ზურაბ ნოღაიდელთან შეხვედრის შემდეგ კირკილასმა დაადასტურა ლიტვის მხარდაჭერა საქართველოსადმი ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების პროცესში. მანვე ახსენა ავღანეთში მიმდინარე მოვლენები და განაცხადა, რომ ლიტვამ საქართველოს შესათავაზა თანამშრომლობა ავღანეთის ერთ-ერთ მაღალმთიან რეგიონში მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციაში. კირკილასის თქმით, საქართველო - ლიტვისაგან განსხვავებით - მაღალმთიანი ქვეყანაა და ქართველი სამხედროების გამოცდილება ლიტველ კოლეგებს ძალიან გამოადგებათ. კირკილასთან შეხვედრის შემდეგ ნოღაიდელის განცხადებით, მხარეებმა ისაუბრეს აგრეთვე ენერგოუსაფრთხოებისა და ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების საკითხებზე.