აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის უზენაესი საბჭოს

აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე
აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე
თემურ მჟავია აბსურდულს უწოდებს აფხაზური მხარის ბრალდებას, რომ გალის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, დავით სიგუას გატაცებაში ქართული სპეცსამსახურები ფიგურირებენ. ამ ინფორმაციას ახალი ამბების სააგენტო ”პრაიმ-ნიუსი” ავრცელებს. თემურ მჟავია არ გამორიცხავს, რომ სიგუას გატაცება ადგილობრივ კლანურ დაჯგუფებებს უკავშირდება. გალის რაიონში ადგილობრივი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე დავით სიგუა შაბათს გამთენიისას გაიტაცეს. აფხაზური ადმინისტრაციის ინფორმაციით, სიგუა საკუთარ სახლიდან ხუთმა შეიარაღებულმა ნიღბოსანმა გაიტაცა. აფხაზური მხარე მის გატაცებაში ქართულ სპეცსამსახურებს ადანაშაულებს.