საქართველოში გაეროს მეთვალყურეთა მისიამ გაავრცელა

საქართველოში გაეროს მეთვალყურეთა მისიამ გაავრცელა განცხადება,
საქართველოში გაეროს მეთვალყურეთა მისიამ გაავრცელა განცხადება,
რომელშიც ნათქვამია, რომ აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარება მხარეთა დიალოგითაა შესაძლებელი. ჟენევის კონსულტაციის შედეგებთან დაკავშირებით მისია აღნიშნავს, რომ გაეროს გენერალურ მდივანთან არსებული მეგობარი ქვეყნების ჯგუფმა დაადასტურა აფხაზეთში დევნილთა დაბრუნების უფლება და თბილისსა და სოხუმს მოუწოდა, მიმართონ პრაქტიკულ ზომებს დევნილთა დაბრუნების პირობების გასაუმჯობესებლად, პირველ ყოვლისა, გალის რაიონში.