ერაყი ადასტურებს, რომ აშშ, ირანი

ერაყი ადასტურებს, რომ აშშ, ირანი და სირია მიიღებენ მონაწილეობას კონფერენციაში
ერაყი ადასტურებს, რომ აშშ, ირანი და სირია მიიღებენ მონაწილეობას კონფერენციაში
ერაყის უსაფრთხოების საკითხებზე. ერაყის პრემიერ-მინისტრის მრჩევლის, სამი ალ-ასკარის განმარტებით, აშშ-ის, ირანისა და სირიის ოფიციალური წარმომადგენლები მონაწილეობას მიიღებენ მოლაპარაკებაში, რომელზეც გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი სახელმწიფოების ოფიციალური პირებიც იქნებიან წარმოდგენილი. ალ-ასკარის თქმით, მხარეები ამჟამად კონფერენციის შესაძლო თარიღზე მსჯელობენ. მოსალოდნელია, რომ ის მარტში მოეწყობა. გუშინ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, კონდოლიზა რაისმა განაცხადა, რომ აშშ და ერაყი გამოდიან ინიციატივით, რომელიც ითვალისწინებს ირანისა და სირიის მიწვევას კონფერენციაზე ერაყის სტაბილიზაციის შესახებ.