დღეს წმიდა ქალაქ ქერბალაში მიმავალი

დღეს წმიდა ქალაქ ქერბალაში მიმავალი სულ ცოტა 90 მომლოცველი დაიღუპა თვითმკლელის მიერ მოწყობილი აფეთქების შედეგად. დაშავდა 150-მდე ადამიანი.
დღეს წმიდა ქალაქ ქერბალაში მიმავალი სულ ცოტა 90 მომლოცველი დაიღუპა თვითმკლელის მიერ მოწყობილი აფეთქების შედეგად. დაშავდა 150-მდე ადამიანი.

შეერთებული შტატების სამხედროთა ცნობით, დღესვე დაიღუპა ამერიკის ექვსი სამხედრო მოსამსახურე, როცა მათი ავტომანქანის მხალობლად ჭურვი აფეთქდა პროვინცია სალაჰუდინში, ბაღდადის ჩრდილოეთით. შეერთებული შტატების კიდევ სამი ჯარისკაცი დაიღუპა ბაღდადის სამხრეთით, დიალაში მომხდარი აფეთქების შედეგად.