ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ

ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ ამჟამინდელ დონეზე დატოვებენ ნავთობის პროდუქციას.
ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ ამჟამინდელ დონეზე დატოვებენ ნავთობის პროდუქციას.
ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციის, OPEC-ის მიერ დღეს, ვენაში გამართულ შეხვედრაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ნავთობის ყოველდღიური წარმოება დღეში 25,8 მილიონ ბარელზე რჩება. ბარელის ფასი 50-დან 60-მდე დოლარია - ნაკლებია შარშანდელი ზაფხულის სარეკორდო მაჩვენებელზე, რომელმაც ბარელში 78 დოლარი შეადგინა.