სომხეთის ახალი პრემიერ-მინისტრი გახდა თავდაცვის

სომხეთის ახალი პრემიერ-მინისტრი გახდა თავდაცვის ყოფილი მინისტრი სერჟ სარქისიანი.
სომხეთის ახალი პრემიერ-მინისტრი გახდა თავდაცვის ყოფილი მინისტრი სერჟ სარქისიანი.
მისი დანიშვნის შესახებ ბრძანებას დღეს მოაწერა ხელი სომხეთის პრეზიდენტმა რობერტ ქოჩარიანმა. სომხეთის წინა პრემიერ-მინისტრი ანდრანიკ მარგარიანი, რომელიც ამ თანამდებობაზე 2000 წლის შემდეგ იმყოფებოდა, მოულოდნელად გარდაიცვალა მარტის ბოლოს. მისი სიკვდილის შემდეგ მთელი მთავრობა გადადგა. კონსტიტუციის თანახმად, ახალი კაბინეტი 20 დღის მანძილზე უნდა შეიქმნას.