დღეს კიევში პრემიერ მინისტრ ვიქტორ

დღეს კიევში პრემიერ მინისტრ ვიქტორ იანუკოვიჩის დაახლოებით 7,000
დღეს კიევში პრემიერ მინისტრ ვიქტორ იანუკოვიჩის დაახლოებით 7,000
მომხრე შეგროვდა, და პარლამენტის დათხოვნის, და ახალი არჩევნების გამართვის შესახებ პრეზიდენტ ვიქტორ იუშჩენკოს ბრძანება გააპროტესტა. იანუკოვიჩი პრეზიდენტის ბრძანებას უარყოფს, ის პარლამენტს და მთავრობას მოუწოდებს განაგრძონ მუშაობა მანამ, სანამ ბრძანების ლეგიტიმურობას საკონსტიტუციო სასამართლო დაადგენს. პარალმენტის დათხოვნის შესახებ ბრძანების გაცემისას იუშჩენკომ იანუკოვიჩის მომხრეები კონსტიტუციის დარღვევაში, და ხელისუფლების უზურპაციის მცდელობაში დაადანაშაულა. კომპრომისის მიღწევის მიზნით იუშჩენკოს და იანუკოვიჩს შორის ამ კვირაში გამართულმა მოლაპარაკებამ შედეგი არ მოიტანა. კრემლი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პურინი, პარასკევს იუშჩენკოს ტელეფონით ესაუბრა და, პრობლემის კონსტიტუციური გზებით მოგვარებისკენ მოუწოდა. პუტინმა საუბარში შეშფოთება გამოთქვა იმ გავლენის თაობაზე, რომელსაც, სავარაუდოდ, ეს კრიზისი ეკონომიკაზე მოახდენს.