უკრაინის პარლამენტმა პრეზიდენტი საკონსტიტუციო სასამართლოზე

უკრაინის პარლამენტმა პრეზიდენტი საკონსტიტუციო სასამართლოზე
უკრაინის პარლამენტმა პრეზიდენტი საკონსტიტუციო სასამართლოზე
უპრეცედენტო ზეწოლაში დაადანაშაულა. უკრაინის პარლამენტმა საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართა, მიავლინოს უკრაინაში მეთვალყურეები და შუამავლები, რათა დაეხმარონ მას პრეზიდენტთან ურთიერთობაში შექმნილი ჩიხიდან გამოსვლაში. პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ გაულ კვირაში მოაწერა ხელი ბრძანებულებას პარლამენტის დაშლის და 27 მაისს ვადამდელი არჩევნების ჩატარების მიზნით. დეპუტატებმა ეს უკანონოდ მიიჩნიეს და საკონუტიტუციო სასამართლოში შეიტანეს სარჩელი. მთელ უკრაინაში გრძელდება მმართველი კოალიციის და ოპოზიციური ძალების მომხრეთა აქციები.