ჩინეთის პრემიერ-მინისტრი ვენ ძიაბაო იაპონიასთან

ჩინეთის პრემიერ-მინისტრი ვენ ძიაბაო იაპონიასთან ურთიერთობის გაუმჯობესების მოწოდებით გამოვიდა.
ჩინეთის პრემიერ-მინისტრი ვენ ძიაბაო იაპონიასთან ურთიერთობის გაუმჯობესების მოწოდებით გამოვიდა.
როგორც ძიაბაომ დღეს იაპონიის პარლამენტის წინაშე გამოსვლისას აღნიშნა: [ძიაბაოს ხმა] “ჩინეთისა და იაპონიის ლიდერები შევთანხმდით სტრატეგიული, ურთირთხელსაყრელი ურთიერთობის განვითარებაზე. დროთა განმავლობაში და ჩვენი ხალხების ნების შესაბამისად, ჩინეთ-იაპონიის ურთიერთობას ახალ ისტორიულ ეტაპზე ავიყვანთ მშვიდობის, თანაარსებობის, ურთირთმომგებიანი განვითარების მისაღწევად”. ჩინეთის პრემიერ-მინისტრმა იაპონიის პარლამენტში გამოსვლისას იაპონიას აგრეთვე მოუწოდა, არ დაივიწყოს წარსულის სამხედრო აგრესია ჩინეთის წინააღმდეგ. იაპონიაში ძიაბაოს სამდღიანი ვიზიტის მიზანია გაუმჯობესება ურთიერთობისა, რომელიც ბოლო წლებში დაძაბა ომის პერიოდის საკითხების გარშემო უთანხმოებამ.