ბორის ბერეზოვსკი ამბობს, რომ ამზადებს

ბორის ბერეზოვსკი ამბობს, რომ ამზადებს გადატრიალებას პრეზიდენტ პუტინის რეჟიმის დასამხობად.
ბორის ბერეზოვსკი ამბობს, რომ ამზადებს გადატრიალებას პრეზიდენტ პუტინის რეჟიმის დასამხობად.
როგორც ბრიტანეთში ემიგრირებული რუსი მულტიმილიონერი ლონდონის ყოველდღიურ გაზეთ "გარდიანთან" ინტერვიუში ამბობს, ძალის, ზეწოლის გარეშე შეუძლებელია რუსეთში რეჟიმის შეცვლა. ბერეზოვსკის, მისივე თქმით, მჭიდრო კონტაქტი აქვს დამყარებული რუსეთის პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლებთან, რომლებიც მის პოზიციას იზიარებენ. ბერეზოვსკის დეტალებზე არ ულაპარაკია. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ბრიტანეთს მოუწოდა, ლტოლვილის სტატუსი ჩამოართვას ბერეზოვსკის: [ლავროვის ხმა] “უკვე დიდია ხანია გამოთქმულია თხოვნა, ბოლო მოეღოს ვითარებას, როცა ბორის ბერეზოვსკი სარგებლობს პოლიტიკური ლტოლვილის სტატუსით, ბოროტად სარგებლობს ამ სტატუსით და სჩადის ქმედებებს, რომელთა გამოც - ბრიტანეთის კანონების შესაბამისად - საჭიროა მისი ექსტრადიცია”. ამასობაში რუსეთის გენერალურმა პროკურორმა იური ჩაიკამ მოითხოვა გამოძიების დაწყება ბერეზოვსკის განცხადებასთან დაკავშირებით.