რუსეთის პოლიტიკური ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა

რუსეთის პოლიტიკური ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა,
რუსეთის პოლიტიკური ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა,
გარი კასპაროვმა, ქვეყნის მთავრობა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა გასულ კვირაში ოპოზიციონერთა დემონსტრაციების დაშლის გამო. პოლიციელები, რომლებმაც აქციის მონაწილეები სცემეს და დააკავეს, ყოფილმა მსოფლიო ჩემპიონმა ჭადრაკში, გარი კასპაროვმა,”სისასტიკეში და ულმობლობაში” დაადანაშაულა. შაბათს კასპაროვი პროკურორებს შეხვდა. ეს შეხვედრა ერთ-ერთი პარლამენტარის წინადადებასთან დაკავშირებით შედგა - პარლამენტარი მოითხოვს გამოძიებულ იქნას, რამდენად კანონიერად დააკავა პოლიციამ კასპაროვი 14 აპრილს.