დღეს ერაყის ქალაქ რამადიში აფეთქების

დღეს ერაყის ქალაქ რამადიში აფეთქების შედეგად სულ ცოტა 13 ადამიანი დაიღუპა და 25 დაიჭრა.
დღეს ერაყის ქალაქ რამადიში აფეთქების შედეგად სულ ცოტა 13 ადამიანი დაიღუპა და 25 დაიჭრა.
თვითმკვლელმა დანაღმული სატვირთო ავტომანქანა პოლიციის საგუშაგოსკენ მიმართა. პოლიციის შენობა და მიმდებარე საცხოვრებელი სახლები სერიოზულად დაზიანდა. დღესვე ერაყის ქალაქ ბაყუბასთან მდებარე დასახლებაზე შეიარაღებული თავდასხმის შედეგად მოკლულია ექვსი ადამიანი. რამდენიმე სახლი დაწვეს. თავდასხმაში მონაწილეობდა დაახლოებით 70 ადამიანი, რომელთაც ერაყის არმიის ფორმები ეცვათ და ერაყის არმიის მანქანებში ისხდნენ. ახლახან ბაყუბის რაიონში მომხდარ ორ აფეთქებას 10 პოლიციელი და ამერიკის 9 ჯარისკაცი ემსხვერპლა.