3 მაისს, ქაბულში, დისტანციური მართვის

3 მაისს, ქაბულში, დისტანციური მართვის ბომბის აფეთქების შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა,
3 მაისს, ქაბულში, დისტანციური მართვის ბომბის აფეთქების შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა,
ხოლო კიდევ 29 დაიჭრა. აფეთქდა სამხედრო ავტობუსი, თუმცა დაჭრილთა შორის არიან როგორც სამხედრო, ასევე - სამოქალაქო პირები. მომხდარზე პასუხისმგებლობა უკვე აიღო თალიბანის დაჯგუფებამ. ჯერჯერობით კვლავაც უცნობია, თუ ვინ მოკლა სენატორი აბდულ საბურ ფარიდი. ის ოთხშაბათს, ავღანეთის დედაქალაქში, საკუთარ სახლთან, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.