საქართველოში მირეკ ტოპოლანეკის სტუმრობის წინ

დღეს თბილისში ჩეხეთის ჰიმნი გაისმა.
საქართველოს ოფიციალურად ვიზიტად ეწვია ჩეხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი მირეკ ტოპოლანეკი. სანამ ის პოლიტიკური კარიერის აღმართს შეუდგებოდა, ჰქონდა რა ტექნიკური განათლება, ჩეხეთის ქვანახშირის სისტემაში მუშაობდა ჯერ ოსტრავაში, შემდეგ კი პრაღაში, “ენერგოპროექტში”. 1991 წელს ტოპოლანეკმა დაარსა შეზღუდული პასუხიმგებლობის საზოგადოება, რომელიც ენერგეტიკის სფეროში საქმიანობდა და 1999 წელს გაკოტრდა. ტოპოლანეკი “მოქალაქეთა დემოკრატიული პარტიის”, ჩეხეთის ერთ-ერთი წამყვანი პარტიის წარმომადგენელია. ამ პარტიამ შარშანდელ არჩევნებში გაიმარჯვა, მაგრამ ვერ გასწვდა საპარლამენტო უმრავლესობას, რადგან იქ სოციალ-დემოკრატებსა და კომუნისტებს ერთად ადგილების იგივე რაოდენობა ჰქონდათ, რაც ტოპოლანეკის კოალიციის წევრებს, ქრისტიან-დემოკრატებსა და მწვანეებს ერთად. ორი სოციალ-დემოკრატი დეპუტატის მიერ ტოპოლანეკისთვის მხარდაჭერის გამოცხადებას, წელს იანვარში მოჰყვა ტოპოლანეკის მთავრობისთვის პარლამენტის ნდობაც. თბილისში ჩეხეთის პრემიერის ვიზიტთან დაკავშირებით, რადიო “თავისუფლების” პრაღის სტუდიაში მოვიწვიეთ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩეხეთში კახა სიხარულიძე და მას ინტერვიუ ჩავწერეთ.

(იხ. აუდიოვერსია)