ავღანეთში ნატოს ჯარების მაღალი რანგის

ავღანეთში ნატოს ჯარების მაღალი რანგის მეთაურმა ამერიკელმა გენერალმა
ავღანეთში ნატოს ჯარების მაღალი რანგის მეთაურმა ამერიკელმა გენერალმა
დან მაკნილმა დაადასტურა, რომ აშშ-ის ჯარსა და თალიბებს შორის ბრძოლის დროს სამხრეთ ავღანეთში სამოქალაქო პირები დაიხოცნენ. გენერლის თქმით, 8 მაისს მომხდარს ავღანეთის და აშშ-ის ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფი იკვლევდა. ჰელმანდის პროვინციის გუბერნატორის თანახმად, 21 სამოქალაქო პირი, მათ შორის ქალები და ბავშვები დაიხოცნენ ნატოს თვითმფრინავების თავდასხმის შედეგად სოფელზე, სადაც თალიბები იყვნენ გამაგრებული ადგილობრივ მცხოვრებთა სახლებში.