დღეს გაეროს უშიშრეობის საბჭო აპირებს

დღეს გაეროს უშიშრეობის საბჭო აპირებს წარმოადგინოს რეზოლუცია,
დღეს გაეროს უშიშრეობის საბჭო აპირებს წარმოადგინოს რეზოლუცია,
რომელიც შეიცავს მოწოდებას კოსოვოს დამოუკიდებლობისკენ, რომელიც საერთაშორისო მეთვალყურეობით განხორციელდება. დღეს აშშ-ის წარმომადგენელმა გაეროში ზალმაი ხალილზადმა გამოთქვა მოლოდინი, რომ საბჭოს წევრი 15 ქვეყნის უმეტესობა მხარს დაუჭერს რეზოლუციას. მისივე თქმით, საკითხავია, როგორ მოიქცევა რუსეთი, სერბიის მოკავშირე, თავს შეიკავებს თუ, ვეტოს დაადებს რეზოლუციას.