შვეციის ციხეში ბოსნიელი სერბი სამხედრო

შვეციის ციხეში ბოსნიელი სერბი სამხედრო დამნაშავე, მიოსლავ დერონჯიჩი გარდაიცვალა.
შვეციის ციხეში ბოსნიელი სერბი სამხედრო დამნაშავე, მიოსლავ დერონჯიჩი გარდაიცვალა.
შვეციის იუსტიციის სამინისტროს პრეს-მდივნის განცხადებით, დერონჯიჩს 10 წელი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ის კიბოთი იყო დაავადებული და შაბათს გარდაიცვალა. დერონჯიჩმა, რომელიც ნაციონალისტური სერბიის დემოკრატიული პარტიის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი იყო, აღიარა, რომ გასცა ბრძანება 1992 წელს დასავლეთ ბოსნიის ერთ-ერთ სოფელზე იერიშის შესახებ. ამ იერიშმა სოფლის მკვიდრი 60-ზე მეტი მუსლიმანის სიცოცხლე შეიწირა.