რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა შეერთებული

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯორჯ ბუშს შესთავაზა
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯორჯ ბუშს შესთავაზა
აზერბაიჯანში მდებარე ანტისარაკეტო რადარების ერთობლივი გამოყენება და ამგვარად ბოლოს მოღება ორ ქვეყანას შორის არსებული დაძაბულობისთვის. ამის თაობაზე განცხადება პუტინმა გააკეთა ერთობლივ პრესკონფერენციაზე გერმანიის კურორტ ჰაილიგენდამში, დიდი რვიანის სამიტის კულუარებში ბუშთან გამართული შეხვედრის შემდეგ. რუსეთი კატეგორიულად ეწინააღმდეგება ჩეხეთის რესპუბლიკისა და პოლონეთის ტერიტორიაზე შეერთებული შტატების ანტისარაკეტო ფარის ელემენტების განთავსებას.