ევროპის საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში

ევროპის საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ამერიკის ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოს ბრალი ედება
ევროპის საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ამერიკის ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოს ბრალი ედება
საიდუმლო საპატიმროების ქონაში პოლონეთსა და რუმინეთში, რომლებიც მაღალი რანგის ტერორისტებისთვის გამოიყენებოდა. ანგარიშის თანახმად, ამ საკითხში სამმართველოს პოლონეთისა და რუმინეთის ხელისუფლების სრული მხარდაჭერა ჰქონდა. ანგარიშში ნახსენებია პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტი ალექსანდრ კვაშნევსკი. აგრეთვე რუმინეთის ყოფილი და ამჟამინდელი პრეზიდენტები, იონ ილიესკუ და ტრაიან ბასესკუ. ევროპის საბჭოს აზრით, მათ შეიძლება პასუხი მოეთხოვოს, ვინაიდან მათ იცოდნენ საპატიმროების შესახებ და ხელს უწყობდნენ მათ მოქმედებას. გარდა ამისა, ანგარიში გამოძიებისთვის ხელის შეშლაში სდებს ბრალს გერმანიას და იტალიას.