ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ დაადასტურა

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ დაადასტურა რუსეთის შეიარაღებული ძალების დანაშაული
ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ დაადასტურა რუსეთის შეიარაღებული ძალების დანაშაული
ჩეჩნების ოჯახის 4 წევრის მკვლელობის საქმეში. პოლიტიკური აქტივისტი ბიტიევა და მისი ოჯახის 4 წევრი, რუსულად მოლაპარაკე ნიღბიანებმა 2003 წელს, ღამით ამოხოცეს. სასამართლოს მტკიცებით, მკვლელები რუსეთის სპეცდანიშნულების რაზმის წევრები იყვნენ. ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ მოსკოვს მოკლულთა ნათესავისთვის 114 ათასი დოლარის ექვივალენტური თანხის გადახდა დააკისრა. ევროპის სასამართლოს დასკვნას ამ ტიპის კიდევ არაერთი საქმე ელოდება.