რომში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე 360

რომში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე 360 მილიონ დოლარს დაჰპირდნენ ავღანეთს
რომში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე 360 მილიონ დოლარს დაჰპირდნენ ავღანეთს
იუსტიციის სისტემის განვითარების დასაფინანსებლად. ამით დამთავრდა ორდღიანი კონფერენცია ავღანეთში კანონის უზენაესობის საკითხებზე. კონფერენციაში გაეროსა და ნატოს გენერალური მდივნებიც მონაწილეობდნენ. ნატოს გენერალურ მდივან იაპ დე ჰოოპ სხეფერის განცხადებით, ალიანსმა ყველა ზომას უნდა მიმართოს საიმისოდ, რომ თავიდან აიცილოს მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი ავღანეთში.