ავღანეთის პრეზიდენტმა შეიწყალა 14 წლის

ავღანეთის პრეზიდენტმა შეიწყალა 14 წლის ბიჭუნა, რომელმაც გასულ თვეში პროვინციის გუბერნატორის მოკვლა სცადა.
ავღანეთის პრეზიდენტმა შეიწყალა 14 წლის ბიჭუნა, რომელმაც გასულ თვეში პროვინციის გუბერნატორის მოკვლა სცადა.
პოლიციის ინფორმაციით, ბიჭუნას ასაფეთქებელი მოწყობილობებით აჭღურვილი ჟილეტი ეცვა, როცა ის გასულ თვეში, ქალაქ ხოსტში შეიპყრეს. ბავშვის მამის თქმით, მან შვილი პაკისტანში სასწავლებლად გააგზავნა, რის შემდეგაც მისი კვალი დაკარგა. დღეს ქაბულში გამართულ ცერემონიაზე პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ როგორც აღნიშნა, "ავღანეთის მტრებმა გზა აუბნიეს ბიჭუნას".