ჩრდილოეთ კორეის წარმომადგენელი კიმ კე

ჩრდილოეთ კორეის წარმომადგენელი კიმ კე გუანი პეკინში ჩავიდა
ჩრდილოეთ კორეის წარმომადგენელი კიმ კე გუანი პეკინში ჩავიდა
ფხენიანის ბირთვული პროგრამის თაობაზე მოლაპარაკებების მორიგ რაუნდში მონაწილეობის მისაღებად. მოლაპარაკებები, რომელშიც 6 ქვეყანა - ჩრდილოეთ და სამხრეთ კორაეა, შეერთებული შტატები, ჩინეთი, რუსეთი და იაპონია - მონაწილეობს, ოთხშაბათს დაიწყება. ორშაბათს ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ინსპექტორებმა დაადასტურეს, რომ ჩრდილოეთ კორეის ბირთვული რეაქტორი იონბიონი მართლაც გამორთულია. შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა შონ მაკკორმაკმა ამასთან დაკავშირებით განცახადა: "შემდეგი ეტაპები უნდა იყოს იონბიონში რეაქტორის დემონტაჟი და ჩრდილოეთი კორეის მიეს სრული ანგარიშის წარმოდგენა მისი ბირთვული პროგრამის თაობაზე. ამის შესახებ იქნება საუბარი მრავალმხრივი მოლაპარაკებების მორიგ რაუნდზე, რომელიც ოთხშაბათს დაიწყება."