ავღანეთის პროვინცია ვარდაკში თალიბანის მიერ

ავღანეთის პროვინცია ვარდაკში თალიბანის მიერ გატაცებული გერმანიის მოქალაქის გვამი აღმოაჩინეს.
ავღანეთის პროვინცია ვარდაკში თალიბანის მიერ გატაცებული გერმანიის მოქალაქის გვამი აღმოაჩინეს.
თალიბანმა 18 ივლისს ორი გერმანელი და 5 ავღანელი გაიტაცა. როგორც თალიბანის წევრები აცხადებენ, ერთ-ერთი გერმანელი ტყვე გულის შეტევით გარდაიცვალა. გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა დღეს განაცხადა, რომ გერმანია ყურს არ ათხოვებს თალბანის მოთხოვნებს, გაიყვანოს ავღანეთიდან თავისი ჯარები და არ დაჰყვება შანტაჟს.